ვენეცია და ლომბარდია რომისგან მეტი ავტონომიის მინიჭების შესახებ რეფერენდუმს გამართავენ

საქართველო, თბილისი - 11:04 | 20.10.2017
ნანახია: 1156

22 ოქტომბერს ვენეცია და ლომბარდია ატარებს რეფერენდუმს რეგიონებისთვის რომისგან მეტი ავტონომიის მინიჭების შესახებ.

ვენეციისა და ლომბარდიის ხელისუფლებაში „ჩრდილოეთის ლიგის“ წარმომადგენლები არიან.

ეს მემარცხენე პარტიაა, რომელიც 1990-იან წლებში იტალიისგან ჩრდილოეთ რეგიონების გამოყოფას უჭერდა მხარს.

ამჟამად პარტიამ რიტორიკა შეცვალა და მხოლოდ იტალიის ფედერალიზაციის მომხრეა. ამასთან „ჩრდილოეთის ლიგამ“ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რეფერენდუმის მზადების დროს, ვენეციის ხელისუფლებას სურდა საკითხის ფორმულირება ისე, რომ საუბარი მხოლოდ არა ავტონომიაზე, არამედ იტალიისგან რეგიონის გამოყოფის შესახებაც ყოფილიყო. მაგრამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამრთლო ამ რეფერნდუმს უკანონოდ აღიარებდა. ამიტომაც პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს რეფერენდუმი მხოლოდ ავტონომიის საკითხის შესახებ ჩაეტარებინათ.

იტალიის კონსტიტუციის 116-ე მუხლის თანახმად, რეგიონებს შეუძლიათ რომისგან მეტი ავტონომიის მოთხოვნა. შესაბამისად რეფერენდუმი კანონიერად ჩაითვლება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე