პრეზიდენტმა მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 19:00 | 19.10.2017
ნანახია: 992

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური იყვნენ ჩართულნი. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის წინაშე ორ დღეში ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

,,ორ დღეში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენი უფლებების გასამყარებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ და ქართული დემოკრატია გავაძლიეროთ. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ, აქტიური იყოთ, საარჩევნო უბნებზე მიხვიდეთ, თქვენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოთ და დემოკრატიის გაღრმავებაში წვლილი შეიტანოთ თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან. მოგიწოდებთ, აქტუალური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში და ნაბიჯი გადადგათ უფრო გაღრმავებული პლურალიზმისა და დემოკრატიის მიმართულებით", - გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე