ევროკავშირი შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობისთვის ახალ რეგულაციებზე მსჯელობს

საქართველო, თბილისი - 18:52 | 19.10.2017
ნანახია: 3719

ევროკავშირი შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობისთვის ახალ რეგულაციებზე მსჯელობს. საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში განხილვა გაიმართა და მხარი დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში სამგზავრო ნებართვის აღებაც მოუწევთ. მათ სპეციალურად შექმნილ საიტზე უნდა ჩაწეროს თავისი პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე უნდა მიუთითოს მონაცემები განათლებისა და საქმიანობის შესახებაც. ამასთან, კითხვების მიხედვით დგინდება აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მაგალითად, ხომ არ არის ის რომელიმე ინფექციის გადამტანი. გარდა ამისა, საიტის მიხედვით მოწმდება აქვს თუ არა აპლიკანტს კრიმინალური წარსული და ყოფილა თუა რა საომარ ზონაში. 

აპლიკანტის მონაცემების დამუშავება მას შემდეგ დაიწყება, რაც დადასტურდება მოსაკრებლის გადახდა. მოქალაქის მიერ შეყვანილ მონაცემებს ევროპოლისა და ინტერპოლის შესაბამისი უწყებები გადაამოწმებენ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე