საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 18:09 | 19.10.2017
ნანახია: 1146

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

„მე და ჩემი გუნდი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ერთ ჭეშმარტიბრას ვაფიქსირებდით, რომ კონსტიტუცია ყველასია. „ქართული ოცნება" იმ ტრადიციას ვერ გასცდა, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, მაგრამ როგორც კონსტიტუციის გარანტი, ამ დოკუმენტს ხელს ვაწერ", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტიციური პროექტი მესამე მოსმენის რეჟიმში 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა, თუმცა უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა და კონსტიტუციური პროექტი 13 ოქტომბერს 117 მომხრე ხმით დაამტკიცა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე