ესპანეთის მთავრობა შაბათს საგანგებო სხდომაზე კატალონიის ავტონომიის სტატუსის შეჩერების საკითხზე იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 13:20 | 19.10.2017
ნანახია: 978

ესპანეთის მინისტრთა საბჭო შაბათს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება, რათა კონსტიტუციის 155-ე  მუხლის გამოყენების პროცესი დაიწყოს, რომელიც კატალონიას ავტონომიის სტატუსს შეუჩერებს. ამის შესახებ მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

სხდომაზე მიიღებენ  სენატისთვის  საკითხის გადაცემის ზომებს. მთავრობის განცახდებაში აღნიშნულია, რომ ეს გაკეთდება „ესპანელი ხალხისა და კატალონიის მცხოვრებლების ინტერესების დასაცავად, ასევე ავტონომიაში საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ კარლეს პუჩდემონმა უარი თქვა ესპანეთის პრემიერის მოთხოვნების შესრულებაზე. მარიანო რახოი პუჩდემონისგან მოითხოვდა განემარტა გამოცხადდა თუ არა ავტონომიის დამოუკიდებლობა და ასევე მოითხოვდა რეგიონში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე