ესპანეთის მთვარობამ კატალონიის ავტონომიის სტატუსის შეჩერების შესახებ განაცხადა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 19.10.2017
ნანახია: 1105

ესპანეთის მთავრობა დაიწყებს კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენების პროცედურას, რომელიც კატალონიას ავტონომიის სტატუსს შეუჩერებს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ.

 შეგახსენებთ, რომ კატალონიის ეროვნული ასაბლეის  წარმომადგენლებმა  განაცახდეს, რომ თუ ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას ავტონომიური რეგიონის სტატუსს გააუქმებს, ბარსელონა დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილების შესაცვლელად კი ესპანეთის ხელისუფლების მიერ კატალონიისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90 -მა პროცენტმა დაუჭირა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე