პუჩდემონმა ესპანეთის პრემიერს კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების პირობები დაუსახელა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 19.10.2017
ნანახია: 1251

კატალონიის პარლამენტი ავტონომიის დამოუკიდებლობის საკითხს კენჭს უყრის, თუ მადრიდი დიალოგზე კვლავ უარს იტყვის. ამის შესახებ კატალონიის ლიდერის კარლეს პუჩდემონის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან ესპანეთის პრემიერს მარიანო რახოის გაუგზავნა.

პუჩდემონმა აღნიშნა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შეჩერება კვლავ ძალაშია.

 „თუ მთავრობა კვლავ ხელს შეუშლის დიალოგს და გააგრძელებს ზეწოლას, კატალონიის პარლამენტი, თუ საჭიროდ ჩათვლის, დამოუკიდებლობის ფორმალურ დეკლარაციის ხმის მიცემას დაიწყებს, რომლის კენჭისყრაც 10 ოქტომბერს შედგა“, - ნათქვამია წერილში.

კატალონიაში 1 ოქტომბერს გაიმართა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ და ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ აღიარა.  

პუჩდემონის განცხადებით, ხმის მიცემის შედეგები (დამოუკიდებლობას მხარი ამომრჩეველთა 90 პროცენტმა დაუჭირა) დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის საკმარისია. ამასთან მან პარლამენტს მოუწოდა დამოუკიდბელობის გამოცხადების დროებით გადადება მადრიდთან შესაძლო მოლაპარაკებების დაწყების გამო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე