თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 11:58 | 19.10.2017
ნანახია: 1383

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სკოლის მოსწავლეთა ნაწილი. ისინი დღეს დილიდან შეიკრიბნენ 67-ე სკოლასთან. მოსწავლეები ამბობენ, რომ დოდო კეზუას წინააღმდეგ ბავშვებს განცხადებები სპეციალურად დააწერინეს. მოსწავლეები ამბობენ, რომ ყველაფერი დირექტორისა და მასწავლებლის პირად დაპირისპირებას უკავშირდება.

ცოტა ხნის წინ სკოლასთან სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კლასის დამრიგებელია ცუდად, რომელთა ბავშვებიც გაკვეთილზე მომხდარის გამო არ შედიოდნენ.

სკოლის დირექტორი, მარიამ თავართქილაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 15:00 საათზე აანონსებს. რაც შეეხება განათლების სამინისტროს, აქ აცხადებენ, რომ სკოლაში აუდიტის სამსახურია შესული და ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გააკეთდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე