ტერორისტები „ახალი 11 სექტემბრის“ მოწყობას აპირებენ - თეთრ სახლი

საქართველო, თბილისი - 11:39 | 19.10.2017
ნანახია: 1248

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ელეინ დიუკის აზრით, ექსტრემისტები 2001 წლის 11 სექტემბრის მსგავსი აქტის მოწყობას გეგმავენ.

„მათ სურთ თვითმფრინავის ჩამოგდება, დაზვერვის მონაცემები ამის შესახებ მკაფიოდ მეტყველებს“, - განაცხადა მან ლონდონში ამერიკის საელჩოში.  

მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“ დღეს გარდამავალი პერიოდი აქვს, მებრძოლების ფინანსური უზურუნველყოფისა და რაოდენობის შენარჩუნების შედეგად ისინი თავიანთ ჩანაფიქრს განახორციელებენ.

2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა  ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, ორი მათგანი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა, ერთი პენტაგონის შენობას, მეოთხე თვითმფრინავმა მიზანს ვერ მიაღწია და პენსილვანიის შტატში ქალაქ შანქსვილთან ჩამოვარდა.

ტერაქტებს 2977 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 19 ტერორისტია, 15 მათგანი საუდის არაბეთის მოქალაქე იყო, ორი არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ერთი ეგვიპტის და ერთიც ლიბანის.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე