მერილენდის შტატში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 19.10.2017
ნანახია: 955

მერილენდის შტატის ჰარფორდის ოლქის ბიზნეს-პარკში სროლა მოხდა. CNN-ის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი.

მსროლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

ხუთი სკოლა, რომელიც პარკის გვერდით მდებარეობს, პოლიციის მიერა არის გარშემორტყმული. მოსწავლეებს მოუწოდებენ შენობები არ დატოვონ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე