ხარკოვში ავტომობილმა ქვეითებს გადაურა - დაღუპულია 6 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 09:50 | 19.10.2017
ნანახია: 1104

უკრაინის ქალაქ ხარკოვში ავტომობილმა ქვეითებს გადაურა. ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის იულია სვეტლიჩნაიას განცხადებით, კიდევ ორი პირი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

ავარია Lexus-ის მარკის ავტომობილის მონაწილეობით ხარკოვის ცენტრში გვიან საღამოს მოხდა. ქალი, რომელიც ავტომანქანას მართავდა უკვე დაკავებულია.

გამოცემა Insider-ის ცნობით, სამი დაშავებული, მათ შორის ორსული, რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ანტონ გარაშენკოს თქმით, ტრაგედია ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა, რის შემდეგაც Lexus-ის მარკის ავტომობილი შუქნიშანთან მდგომ ადამიანთა ჯგუფში შევარდა.

ავარიის ფატქზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე