ესპანეთში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:32 | 18.10.2017
ნანახია: 908

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ დააკავა 55 წლის მამაკაცი, რომელიც გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გალისიაში წინასწარი მონაცემებით ტყის ოთხი ათასი ჰექტარი დაიწვა. დაიღუპა 4 ადამიანი. სულ ასზე მეტი ცეცხლის კერაა დაფიქისირებული.

დაკავებული ქალაქ ვიგოს მკვიდრია. მას ფერმაში ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებენ. ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 300 მეტრში მძვინვარებდა.

პორტუგალიაში ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა. შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი კონსტანცა ურბანო პოსტიდან გადადგა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე