უკრაინის რადას სპიკერმა მომიტინგეებს შენობის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 16:01 | 18.10.2017
ნანახია: 945

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, ანდრეი პარუბიიმ მომიტინგეებს  შენობის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება მალტის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრას და ასევე კენჭისყრის გამართვას დეპუტატის ხელშეუხებლობისა და სამედიცინო რეფორმის შესახებ.

უკრაინის პარლამენტის შენობა ბლოკირებული აქვს აქციის მონაწილეებს.  რომლებიც ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნას, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 300 კაცს აღწევს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე