დაკვამლიანების გამო ევროსაბჭოს შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 18.10.2017
ნანახია: 1000

ბრიუსელში, ევროსაბჭოს შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია კვლავ განხორციელდა. ევაკუაცია რესტორნის ვენტილაციის დაკვმლიანების გამო გახდა საჭირო.

მსგავსი ინციდენტი ევროსაბჭოს ახალ შენობაში 13 ოქტომბერსაც მოხდა.

„შემოწმებისა და უსფრთხოების ზომების მიუხედავად, ახალი ინციდენტი ისევ მოხდა შენობა „ევროპის“ ერთ-ერთ სამზარეულოში. ტექნიკური პრობლემა შენობის სამზარეულოს ვენტილაციას შეექმნა, რის გამოც გავრცელდა კვამლი და რამდენიმე თანამშრომელმა თავი შეუძლოდ იგრძნო“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით შენობაში მყოფი თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მომხდარი 19-20 ოქტომბერს დაგეგმილ ევროსაბჭოს სხდომების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე