მეტროში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:39 | 18.10.2017
ნანახია: 1068

მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტში" მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა.

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, მისამართის მიღებიდან 8 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო. 

"მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 18 საათსა 24 წუთზე მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ მოქალაქემ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გამოძახების მიზეზად საშუალო ასაკის მამაკაცის უგონო მდგომარეობა დასახელდა.

მისამართის მიღებიდან 8 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო. პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ასეთი შემთხვევისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება. 

რაც შეეხება ამ ფაქტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციას, ამასთან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე