შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 14:38 | 18.10.2017
ნანახია: 996

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კ.გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელის ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 487 აბი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, კ.გ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე