ესპანეთმა შესაძლოა კატალონიის ავტონომია გააუქმოს

საქართველო, თბილისი - 14:17 | 18.10.2017
ნანახია: 877

იმ შემთხვევაში თუ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი დამოუკიდებლობის გამოცხადების იდეაზე უარს არ იტყვის, ესპანეთის მთავრობა კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც კატალონიის ავტონომიის სტატუსის შეჩერების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ესპანეთის ვიცე-პრემიერმა სორაია საენს დე სანტამარიამ განაცხადა.
გასულ კვირას ესპანეთის მთავრობის კაბინეტმა კატალონიის ხელისუფლებას მოსთხოვა განმარტება გამოაცხადეს თუ არა დამოუკიდებლობა რეფერენდუმის საფუძველზე, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს.  

პუჩდემონმა ესპანეთის პრემიერს გაუგზავნა წერილი, სადაც მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, თუმცა დასმულ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია.

მადრიდში გზავნილს გაუგებარი უწოდეს და აღნიშნეს, რომ კვლავ გაურკვეველი რჩება გამოაცხადა თუ არა კატალონიამ დამოუკიდებლობა.

ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის მთავრობას სთხოვს მკაფიო პასუხს შეკითხვაზე დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ და ამისთვის დროს ხუთშაბათამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებით იმუქრება, რომელიც რეგიონის სტატუსის გაუქმების შესაძლებლობას მისცემს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე