პორტუგალიასა და ესპანეთში ხანძარს 45 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 18.10.2017
ნანახია: 917

სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიასა და ესპანეთის გალისიას ავტონომიურ გაერთიანებაში.

ამის გარდა 71 ადამიანი დაშავდა პორტუგალიაში, სადაც ხანძარი რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ შვიდი დაკარგულიდან 6 ადამიანი იპოვეს.

პორტუგალიაში ტყის ხანძრის ფართობმა 240 ათასი ჰექტარი შეადგინა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

გალისიაში ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე