„გამჭვირვალობა“ პროკურატურას მოუწოდებს, ჟურნალისტები დაკითხვაზე არ დაიბაროს
საქართველო, თბილისი - 13:02 | 18.10.2017 ნანახია: 988„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პროკურატურას მოუწოდებს, „ციანიდის საქმის“ მასალების გასაჯაროების გამო, ჟურნალისტები დაკითხვაზე არ დაიბაროს.
როგორც განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული უფლება მოპოვებული მასალა გაესაჯაროებინათ, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მასალა დახურული სასამართლო სხდომის ჩანაწერს წარმოადგენს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კიდევ ერთხელ ეხმიანება "ციანიდის" საქმესთან დაკავშირებით დახურული სასამართლო სხდომის მასალების გასაჯაროების შემდეგ ჟურნალისტების შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს.
"ციანიდის" საქმის მასალების გასაჯაროების გამო ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი პირველმა საპროკურორო საბჭოს წევრმა ქალბატონმა ირმა ჭკადუამ დააყენა, რომელიც ციანიდის საქმეში მოწმეა და გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებშიც ფიგურირებს: "ჟურნალისტი იქნება, ადვოკატი, კაპიტანი თუ მოსამართლე, ვინც საჯაროდ გამოიტანს ამ ინფორმაციას, პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით. გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, რომელმაც იცოდა და ავრცელებდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმს",- განაცხადა ირმა ჭკადუამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც ასევე ნახსენებია ჩანაწერში, მედიის მიერ დახურული სხდომის დამატებითი მასალების გამოქვეყნებას ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა და ჟურნალისტების ქმედებას კანონდარღვევა უწოდა: "უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გასაჯაროებაც, გავრცელებაც - კანონით აკრძალულია და არ წერია სისხლის სამართლის კოდექსში რომ გამონაკლისი უფლება აქვს ტელევიზიას, ჟურნალისტს" (სრული განცხადება). სამწუხაროდ, მსგავსი განცხადება პირველი არ არის, რასაც ადრეც მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა.
საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება მედიის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული ჩანაწერის შესახებ, რომელშიც უარყო საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ჩანაწერში მოხსენიებული პირების მხრიდან რაიმე კანონდარღვევა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს არაობიექტურობასა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევაში დასდო ბრალი.
მედიის წარმომადგენლები უფლებამოსილი არიან განახორციელონ კონტროლი ხელისუფლების საქმიანობაზე და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ ქვეყანაში არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხების შესახებ. "ციანიდის" საქმის მიმართ, რომლის სასამართლო სხდომის დახურვამ კრიტიკა დაიმსახურა, მომეტებული საჯარო ინტერესი არსებობს. მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გარკვეული წვლილი შეაქვს საზოგადოებაში ამ თემაზე არსებულ დისკუსიაში, შეიცავს რა ისინი მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ "ციანიდის" საქმეში ფიგურირებდნენ.
შესაბამისად, ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული უფლება მოპოვებული მასალა გაესაჯაროებინათ, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მასალა დახურული სასამართლო სხდომის ჩანაწერს წარმოადგენს. კანონმდებლობის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ასევე ვალდებული იყოს მოწმე, გათქვას ინფორმაციის წყარო და მისცეს ჩვენება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს წინამდებარე საქმის გარემოებებზე, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელიც ზღუდავს მედიის ლეგიტიმურ საქმიანობას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კვლავ მიმართავს საქართველოს პროკურატურას იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად და არ დაიბაროს ჟურნალისტები დაკითხვაზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმის თაობაზე ჩანაწერების გავრცელების ან წყაროს გაუთქმელობის გამო, მედიის წარმომადგენელთა არათუ პასუხისგებაში მიცემა, არამედ შესაძლო დაკითხვაზე დაბარებაც კი სამომავლოდ ნეგატიურად იმოქმედებს მედიის მიერ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ამბების გაშუქებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის შემდეგ გავიმეორებ, რომ "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - ჯო უილსონი
- მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი
- რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაითიშა, პრეზიდენტი მიმართვას ხვალ, სასახლიდან გაავრცელებს
- ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში - მართა კოსი
საზოგადოება
- "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება" | "მედიის თავისუფლების კოალიცია"
- ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას! - PSP ჯგუფი
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
- გასულ ღამეს აქციაზე 200 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა - Visioner
სამართალი
- "ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - საგამოძიებო
- თავისუფლების მოედანზე ზურაბ დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაკაავეს
- საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
- მანქანები, რომლებსაც წყალი დააცლევინეს, ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ - შსს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს