აჭარა მომავალ წელს მარკეტინგული კამპანიის წარმოებაზე 3,7 მლნ ლარს დახარჯავს
საქართველო, თბილისი - 11:45 | 13.11.2015 ნანახია: 1605აჭარა 2016 წელს რეგიონის ტურისტული მარკეტინგული კამპანიის წარმოებისთვის 3,702 მლნ ლარს დახარჯავს. სწორედ აღნიშნული თანხაა გათვალისწინებული აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტში ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად.
2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დეპარტამენტის დაფინანსება 21,5 %-ით იზრდება.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, დეპარტამენტის დაფინანსება 5 823 300 ლარია, 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით კი დეპარტამენტს 4,582 მლნ ლარის დაფინანსება ერგო.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რეგიონის მარკეტინგული კამპანიის დაფინანსება 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.
2016 წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან, ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის 854 ათას 800 ლარი დაიხარჯება, ხოლო ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვისა და დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის – 1 266 500 ლარი.
„2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით იზრდება მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსება, საუბარია 1 მლნ ლარით ზრდაზე.
დაახლოებით 300 ათას ლარიანი მატება გვაქვს მართვისა და დარგის ეფექტიანი განვითარების მუხლში, რომელიც ახალი მეთოდოლოგიით, სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს. როგორც იცით, ჩვენ სტატისტიკის წარმოება ახალი მეთოდოლოგიით დავიწყეთ და გარკვეული თანხებია საჭირო, რომ ეს მეთოდოლოგია სრულფასოვნად ავამუშაოთ.
დაახლოებით 100 ათასი ლარი ემატება ჩვენს ახლად შექმნილ ტურისტული პროდუქტების სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ ტურისტული პროდუქტების განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დეპარტამენტის დაფინანსება 1,4 მლნ ლარით იზრდება.
თავის მხრივ, მარკეტინგული კამპანიის დაფინანსების ზრდა გამოწვეულია სარეკლამო კამპანიების ინტენსიობის ზრდით. ასევე ბიუჯეტის ზრდა გამოწვეულია იმ აქტივობების ზრდით, რომლის განხორციელებასაც 2016 წელს ვგეგმავთ. 2016 წელს გვემატება ერთი ახალი სამიზნე ბაზარი“, აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
2016 წლისთვის დაგეგმილია ასევე დეპარტამენტის მიერ წარმოებული ონლაინ აქტივობებისა და PR კამპანიების ზრდა.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში შევძლებთ, რომ 2016 წელს უფრო მეტ პრეს ტურს ვუმასპინძლოთ, ვიდრე ეს 2015 წელს მოვახერხეთ.
შიდა ტურიზმის კუთხით იზრდება ასევე სარეკლამო ბიუჯეტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი ინტენსიურობით განვახორციელოთ პოზიციონერება“, განმარტავს ბერძენიშვილი.
2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყნის შიგნით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის 369 ათასი ლარი დაიხარჯება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2015 წელს დეპარტამენტმა აწარმოა სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიებები 9 საერთაშორისო მიზნობრივ ბაზარზე. როგორც მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, გამომდინარე იქედან, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში და აჭარაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში დაემატა ახალი მე-10 ქვეყანა -რუსეთის ფედერაცია, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი გეგმავს ჩაატაროს რეგიონის პრომოუშენის მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული თუ სარეკლამო აქტივობები.
პოლიტიკა
- საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის შემდეგ გავიმეორებ, რომ "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - ჯო უილსონი
- მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი
- რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაითიშა, პრეზიდენტი მიმართვას ხვალ, სასახლიდან გაავრცელებს
- ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში - მართა კოსი
საზოგადოება
- "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება" | "მედიის თავისუფლების კოალიცია"
- ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას! - PSP ჯგუფი
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
- გასულ ღამეს აქციაზე 200 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა - Visioner
სამართალი
- "ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - საგამოძიებო
- თავისუფლების მოედანზე ზურაბ დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაკაავეს
- საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
- მანქანები, რომლებსაც წყალი დააცლევინეს, ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ - შსს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს