კეიპტაუნის აეროპორტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 18.10.2017
ნანახია: 891

სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა კეიპტაუნის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი სროლის შედეგად.
თვითმხილველთა თქმით, აეროპორტის შენობას ორი ავტომობილი მიუახლოვდა და ერთ-ერთი მათგანიდან სროლა მეორე მანქანის მიმართულებით დაიწყეს

ინციდენტის შედეგად ბრმა ტყვია ახლოს მყოფ ადამიანს მოხვდა. დაჭრილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართლადამცველების თქმით, ინციდენტის შედგად 2 ადამიანი დაშავდა, მათივე თქმით, მომხდარი კრიმინალს უკავშირდება. აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე