კიევში რადას შენობასთან მომიტინგეებმა კარვები გაშალეს

საქართველო, თბილისი - 10:02 | 18.10.2017
ნანახია: 935

კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უმაღლესი რადას შენობასთან ასობით კარავი გაშალეს.

გუშინ საღამოს ძალოვანებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ეროვნული პოლიციის მონაცემებით, დაშავდა ორი ძალოვანი. მომიტინგეებმა რადას წინ ღამე გაათიეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თქმით, სამართალდამცველი ორგანოები კარვების აღებას არ აპირებენ.

გუშინ რადას შენობასთან მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობისა“ და სხვა პოლიტიკური ძალების მიერ იყო ორგანიზებული.

აქციის მონაწილეები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე