მომიტინგეებმა რადასთან კარვები გაშალეს

საქართველო, თბილისი - 18:35 | 17.10.2017
ნანახია: 974

კიევში რადას წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს. ამდროისთვისაა გაშლილი ათამდე კარავი. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები, რომლებსაც კიევში, გრუშევსკისა და სადოვაიას ქუჩების კვეთაზე კორდონი ჰქონდათ მოწყობილი, ატარებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს, რომლებსაც კარვები და საძილე ტომრები შეაქვთ. 

პოლიციელების კორდონთან მომიტინგეების კოლონა მივიდა, რომელსაც პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და დეპუტატი სერგეი ლეშჩენკო უძღვებოდნენ. პოლიციამ ისინი გაატარა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე