კიევში, საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 18:08 | 17.10.2017
ნანახია: 1119

კიევში საპროტესტო აქციაზე, შეტაკება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელი. 

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან კარვების შეტანას და დადგმას ცდილობდნენ, რაც პოლიციელებმა აღკვეთეს. 

აქციის მონაწილეები ამჯერად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან. 

კიევში აქციის მონაწილეები დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს გადადგომა ურჩია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე