სადახლოზე 4400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:44 | 17.10.2017
ნანახია: 1117

17 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, 4400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ა.ბ-ს ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი,  სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე