სააკაშვილი პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 17.10.2017
ნანახია: 1037

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უმაღლეს რადასთან გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება დღის ბოლომდე მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციის ორგანიზატორები მოქმედების ახალ გეგმას შეიმუშავებენ.

დღეს უმაღლესი რადას შენობასთან 5 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. 
მასობრივი საპროტესტო აქცია, მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობისა“ და უკრაინის  სხვა პოლიტიკური ძალების მიერაა ორგანიზებული.  

აქციის მონაწილეები დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოსა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით აპირებენ გამოსვალს. 

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტია, ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. „ვიდრე პოროშენკოა, არ იქნება პროგრესი, კორუფციასთან ბრძოლა, იქნება სიღატაკე, დამცირება, უკრაინელების ემიგრაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდების, დაეცემა უკრაინის პრესტიჟი...“

მან მომიტინგეებს მოუწოდა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაინაცვლონ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მოითხოვონ მისი გადადგომა.

დღეს პოროშენკომ სადეპუტატო ხელშეუხებლობის გაუქმება გადაწყვიტა.

 შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის პარლამენტის საიტზე უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრიდან სადეპუტატო იმუნიტეტი უქმდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე