ქინძმარაულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 17.10.2017
ნანახია: 970

ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

62 წლის მამაკაცს, რომელსაც მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

შეგახსენებთ, ქინძმარაულის ქუჩაზე აფეთქება გუშინ მოხდა, შედეგად შენობის სახურავი და დანადგარი დაზიანდა.

ადგილზე სახანძროს 5 ჯგუფი მუშაობდა, ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე