ბრიტანეთში ქარიშხალი „ოფელია“ მძვინვარებს - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 10:36 | 17.10.2017
ნანახია: 1317

ბრიტანეთის კუნძულებს თავს ტროპიკული ქარიშხალი „ოფელია“ დაატყდა. მას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა.  

ქარის სიჩქარემ ირლანდიის სანაპიროზე საათში 176 კმ-ს მიაღწია. ხელისუფლებამ უამინდობას სიცოცხლისთვსი საშიში უწოდა.

სტიქიის გამო ირლანდიაში ელექტროენერგიის გარეშე 360 ათასი ოჯახია დარჩენილი, ჩრდილოეთ ირლანდიაში 1300, უელსში კი - 4000.

ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიაში სასწავლო დაწესებულებში სწავლა შეწყდა.

ედინბურგის, მანჩესტერის, ბელფასტისა და დუბლინის აეროპორტებმა ავიარეისები გააუქმეს.

მეტეოროლოგიური სამსახურები ინგლისის ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ იტყობინებიან. ხელისუფლებამ საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე