კიევში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრებულია

საქართველო, თბილისი - 10:25 | 17.10.2017
ნანახია: 971

საქართველოს ყოფილის პრეზიდენტის,  ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე კიევში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ ეს ზომები დაგეგმილ მანიფესტაციას არ უკავშირდება, არამედ ქვეყანაში მალტის ლიდერის ვიზიტს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს კიევის ცენტრში მდებარე რამდენიმე ქუჩა დაკეტილი იქნება.

დღეს კიევში პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ მიტინგია დაგეგმილი. სააკაშვილი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები პრეზიდენტ პოროშენკოს სამი მოთხოვნით მიმართავენ. ესენია: ანტიკორუფციული სასამართლოების ჩამოყალიბება, დეპუტატებისთვის იმუნიტეტის გაუქმება და საარჩევნო კოდექსის შეცვლა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე