Wi-Fi-ს პრობლემა აქვს

საქართველო, თბილისი - 18:10 | 16.10.2017
ნანახია: 961

Wi-Fi-ს პრობლემა აქვს- სპეციალისტები მასშტაბური კიბერთავდასხმის არიდებას ცდილობენ.  BBC-ის ინფორმაციით,  ექსპერტებმა, WPA2 პროტოკოლის უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც კორპორატიულ ქსელებს იცავს, პრობლემა აღმოაჩინეს. ამ სუსტი წერტილის გამო, ნებისმიერი Wi-Fi-ქსელის გატეხვაა შესაძელებლი.

"თუ თქვენი მოწყობილობა შეერთებულია Wi-Fi-ზე, შესაძლოა ის საფრთხის ქვეშაა", - წერია კვლევის ანონსში. 

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ თავდასხმის მეთოდი "ყველაზე მეტად გამმანადგურებელი" Android 6.0 და Linux-ისთვის აღმოჩნდა. Google-ში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ იციან და ცდილობენ თავი აარიდონ მასშტაბურ კიბერთავდასხმას. Wi-Fi-ს პრობლემებთან დაკავშირებით კონფერენცია 1 ნოემბერს გაიმართება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე