ვალეში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ჰიგიენური საშუალებები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:33 | 16.10.2017
ნანახია: 1064

14 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ჰიგიენური საშუალებები აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 72,920 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე