ევროკავშირი ტრამპს მოუწოდებს, ირანთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯის გადადგმამდე შედეგები გაითვალისწინოს

საქართველო, თბილისი - 17:25 | 16.10.2017
ნანახია: 917

ევროკავშირი ტრამპს მოუწოდებს, ირანთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯის გადადგმამდე, შედეგები გაითვალისწინოს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მა უნდა დაიცვას ირანთან გაფორმებული „ბირთვული შეთანხმება“.

,,დონლად ტრამპის უარი აღიაროს თეირანის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება, არის აშშ-ის შიდაპოლიტიკური პროცესის ნაწილი. ევროკავშირი მოუწოდებს აშშ-ს შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და შემდეგი ნაბიჯის გადადგომამდე, გაითვალისწინოს ის შედგები, რომელიც ამას შეიძლება მოუტანოს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტრამპი ირანთან გაფორმებულ „ბირთვულ შეთანხმებაში“ ირანის მიმართ წაყენებული მოთხოვნების გამკაცრებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს, რომ აშშ-ში შეთანხმებიდან გავიდეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე