ახალი მეტროსადგურით ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ მგზავრები 17:00 საათიდან ისარგებლებენ

საქართველო, თბილისი - 17:20 | 16.10.2017
ნანახია: 1008

ახალი მეტროსადგურით ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ მგზავრები 17:00 საათიდან ისარგებლებენ, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

,,ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს საბურთალოს რაიონში არსებულ საცობებს.

მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ დღეში დაახლოებით 15 000-ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს მოემსახურება და სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა“, - აცხადებენ მერიაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე