„თელასის“ აბონენტები ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყალმომარაგების დავალიანების შესახებ ინფორმაციას SMS-შეტყობინებით მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 11:05 | 13.11.2015
ნანახია: 1781

მომხმარებლებისათვის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ SMS-შეტყობინების სერვისი აამოქმედა.

SMS-შეტყობინების საშუალებით „თელასის“ აბონენტები მიიღებენ ინფორმაციას ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყალმომარაგების დავალიანების, ასევე ელექტრომომარაგების გეგმიური შეზღუდვების შესახებ.

აბონენტებს, რომლებსაც სურთ სერვისის გააქტიურება, „თელასის“ აბონენტის ნომერი შეუძლიათ გაგზავნონ ნომერზე 90033. მომსახურება უფასოა.

ამ ეტაპზე SMS-შეტყობინების სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ მობილური კომპანია „Magti“-ს აბონენტებს. უახლოეს მომავალში ეს მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში მოქმედი მობილური კავშირის ყველა ოპერატორის აბონენტისთვის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე