Wizz Air-ი ქუთაისიდან ათენის მიმართულებით იწყებს რეისებს

საქართველო, თბილისი - 15:51 | 16.10.2017
ნანახია: 1253

Wizz Air-ი ქუთაისიდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია ქუთაისიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მიმართულებით ფრენებს მაისიდან იწყებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. ერთი მიმართულებით ფრენის ღირებულება 190,99 ლარიდან იქნება.

Wizz Air-ი ​ათენის მიმართულებით პირველ რეისს 17 მაისს განახორციელებს. ავიაკომპანიის საიტზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. 

როგორც ცნობილია, ავიაკომპანია საბერძნეთში, კერძოდ სალონიკის მიმართულებით უკვე ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე დაანონსა ფრენები ბარსელონას, პრაღის, რომის და  პარიზის მიმართულებით.

Wizz Air Hungary Ltd უნგრული დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, სათაო ოფისი მდებარეობს ბუდაპეშტში Liszt Ferenc-ის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანია დაბალი ფასის მისაღწევად ძირითადად იყენებს სხვადასხვა ქალაქების პატარა აეროპოპორტებს, იგი დაფრინავს ევროპაში ისრაელში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სხვა. ავიაკომპანიას გააჩნია ყველაზე დიდი ფლოტი უნგრულ ბაზარზე, თუმცა ის არ არის ნაციონალური ავიახაზები, ამჟამად ოპერირებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ავიაკომპანია შესულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250 Index.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე