რუსმა მხატვარმა საფრანგეთში ბანკი დაწვა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 16.10.2017
ნანახია: 991

რუსმა მხატვარმა პიოტრ პავლენსკიმ საფრანგეთში, პარიზში ბანკი დაწვა, ამის შესახებ Usa today წერს.

პიოტრ პავლენსკის ფოტო ალმოდებული ბანკის ფონზე ფოტოგრაფმა კაპუჩინ ჰენრიმ twitter-ზე გამოაქვეყნა. ბანკის დაწვის კადრი ფოტოგრაფმა თავად გადაიღო.

ადგილობრივი აქტივისტის, სარა კონსტანტის განცხადებით, რუსი მხატვრის ქმედება მსოფლიოში რევოლუციური ცეცხლის გაღვივების სიმბოლიზება იყო.

„საფრანგეთში რევოლუციის აღორძინება მსოფლიოში დაანთებს რევოლუციურ ცეცხლს“,- წერს ის ტიტერზე სარა კონსტანტი.

პიოტრ პავლენსკიმ რუსეთი წელს დატოვა.

ამის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი სამართლებრივი დევნა დაასახელა. საფრანგეთმა გაზაფხულზე მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე