თეთრი ქვრივი 12 წლის შვილს თავების მოკვეთაში ავარჯიშებდა

საქართველო, თბილისი - 13:10 | 16.10.2017
ნანახია: 1590

ბრიტანელი ტერორისტი სალი ჯონსი, რომელიც თეთრი ქვრივის სახელით იყო ცნობილი, 12 წლის ვაჟს ჯო დიქსონს თავების მოკვეთაში ავარჯიშებდა. როგორც The Sun-ი წერს „სასწავლო ნიმუშებად“ თხები იყო გამოყენებული.

ამ ფორმით დედამ, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა, შვილს ძალადობა შეასწავლა.

წყაროს მტკიცებით, ჰამზა ჰუსეინი (ეს სახელი უწოდა „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბავშვს), გამოირჩეოდა ძლიერი ხასიათით, მას მაღალ შეფასებას აძლევდნენ, როგორც უფროსი მებრძოლები, ისე თანატოლები.

ბავშვმა თავი გამოიჩინა ერთ-ერთი ტყვეს სიკვდილით დასჯის ვიდეოჩანაწერში, სადაც მას თავში ესროლა.

50 წლის ჯონსი და მისი ვაჟი სირიაში ამერიკული უპილოტოს იერიშის დროს ივნისში დაიღუპნენ. ამის შესახებ კი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. დედა-შვილი იმ დროს მოკლეს, როდესაც ისინი ალყაშემორტყმული რაქიდან გაქცევას ცდილობდნენ.

 სალი ჯონსი მეთაურობდა დაჯგუფება „ანვარ ალ ავლაკის“ ქალთა ფრთას, რომელიც დაკავებული იყო დასავლეთ ქვეყნებში ტერაქტების მომზადებით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე