ირლანდიას შტორმი „ოფელია“ უახლოვდება

საქართველო, თბილისი - 12:25 | 16.10.2017
ნანახია: 952

ირლანდიაში ყველა სასწავლო დაწესებულება დაიხურა შტორმ „ოფელიას“ გამო, რომელიც მას ატლანტიკის მხრიდან უახლოვდება.
მოსალოდნელი შტორმის გამო ირლანდიის დასავლეთ ნაწილში საფრთხის უმაღლესი წითელი დონე გამოცხადდა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საფრთხის წითელი დონე გოლუეის, მეიოს, კორკისა და კერის საგრაფოებში გამოცხადდა.

ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე