ხელვაჩაურში საარჩევნო ინვენტარის დიდი ნაწილი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 16.10.2017
ნანახია: 985

ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ხანძრის შედეგად დაიწვა საარჩევნო ინვენტარი: 

კაბინები, ხმის მისაცემი ყუთები, ქსეროქსის აპარატები და განადგურდა დოკუმენტაციის ნაწილი, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, განცხადებით, მოახლოებულ არჩევნებზე პრობლემები არ შეიქმნება.

ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ კომისიის თანამშრომლებმა ინვენტარის ნაწილის გადარჩენა მოახერხეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე