საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 16.10.2017
ნანახია: 1124

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე,  ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,  დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, თითქოსდა მან ერთ - ერთ კომპანიას 165 000 ლარის ღირებულების მომსახურება  გაუწია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  2-დან 4 წლამდე ვადით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე