ძლიერი ხანძარი ესპანეთში - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 11:22 | 16.10.2017
ნანახია: 948

ძლიერ ხანძარს ესპანეთის ავტონომიურ გაერთიანება გალისიაში ორი ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ ნიგრანის მერის ინფორმაციით, ისინი მინი-ფურგონში დაიწვნენ, რომელიც ნიგრანის მუნიციპალიტეტში ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

ამ დროისათვის ხანძარი პონტევედრას, ორენსესა და ლუგოს ცხრა მუნიციპალიტეტს ემუქრება. ევაკუირებულია რამდენიმე ოჯახი. ხელისუფლება მცხოვრებლებს ურჩევს უსაფრთხო ადგილებზე გადავიდნენ. სტიქიური უბედურების გამო გადაკეტილი გზებიც.

ხელისუფლების განცხადებით ხანძრის ჩაქრობაში ხელს ძლიერი ქარი უშლით.

ხანძარმა უკვე გაანადგურა 4 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი. ხელისუფლების ვარაუდით, ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 350 სახანძრო ბრიგადა, ასევე 600 სამხედრო მოსამსახურე და 20-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე