შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:46 | 16.10.2017
ნანახია: 978

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1965 წელს დაბადებული მ.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 235 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე