„მეწარმეობის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროექტი 0,6 მლნ ლარით ფინანსდება

საქართველო, თბილისი - 14:48 | 23.09.2015
ნანახია: 2126

 

თბილისის მერიის "მეწარმეობის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება - კერძო კომპანია ბიზნესის ახალი მიმართულებით განვითარებისთვის იაფ სესხს (6%), 600 000 ლარს მიიღებს.

სესხის გაცემის შესახებ განკარგულება დღეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

პროექტის ფარგლებში, შპს „ბუნება“ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროსა და ბიზნეს-ცენტრს ააშენებს.

კომპანიის ხელმძღვანელობის გათვლებით, მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაასრულდება.

პროექტი ითვალისწინებს 6 სართულიან შენობაში სასტუმროს და ბიზნესცენტრის განთავსებას. სასტუმროში იქნება 16 ნომერი 30 ადგილით და ობიექტის დასრულების შემდეგ დასაქმდება 30-35 პირი.

ამჟამად ბეტონის სამუშაოები დასრულებულია და შენობის კარკასი აშენებულია. მშენებლობის დასასრულებლად საწარმოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იაფი სესხის მოძიება და შესაბამისი განცხადებით მიმართა თბილისის მერიას.

შპს „ბუნება“ ამჟამად მინისა და მეტალო-პლასტიკის პროდუქციის დამზადება/რეალიზაციას და საქართველოს მასშტაბით დისტრიბუციას ახორციელებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე