31 წლის სებასტიან კურცი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა

საქართველო, თბილისი - 00:20 | 16.10.2017
ნანახია: 1089

წინასწარი შედეგების მიხედვით, ავსტრიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 31 წლის სებასტიან კურცის „სახალხო პარტია“ ლიდერობს.

პარტიას ამომრჩეველთა 31.40 %-მა დაუჭირა მხარი, რაც 183 მანდატიან ეროვნულ საბჭოში 62 ადგილს შეესაბამება. 

ევროპის ლიდერები კურცს არჩევნებში გამარჯვებას უკვე ულოცავენ.

არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 68% დაფიქსირდა, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე