ხვალ, მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი'' გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 00:07 | 16.10.2017
ნანახია: 1059

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და თბილისის მერიის პირველ პირებთან ერთად, ახალ მეტორსადგურ ,,უნივერსიტეტს" გახსნის.

,,უნივერსიტეტი" თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგურია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 84 მილიონი ლარია.

სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანიამ (ერთობლივმა საწარმომ) Cobra Assignia-მ შეასრულა.

ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე, დღის განმავლობაში, 250-300 ადამიანი მუშაობდა, ჯამში კი დროის სხვადასხვა პერიოდში  2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე