როგორი ამინდი იქნება ხვალიდან საქართველოში

საქართველო, თბილისი - 18:52 | 15.10.2017
ნანახია: 2840

15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფულიპროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე