ჩვენი მიზანია, ივანიშვილს ჩამოვართვათ ავტოფარეხი, რომელიც საკრებულომ დაუკანონა - უდუმაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:31 | 15.10.2017
ნანახია: 1832

,,ჩვენი მთავარი მიზანია, ბიძინა ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი, რომელიც საკრებულომ დაუკანონა", -ამის შესახებ ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობაში არის 30 ადამიანი, აქციაზე კი ათიათასობით ადამიანია მისული და სწორედ ეს არის კანონო და ხალხი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

აქცია დაახლოებით ერთი საათის წინ მეტროსადგურ რუსთაველთან დაიწყო და   ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.

პარტიის წევრების განცხადებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით, პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის ნაწილის გასხვისებას აპროტესტებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე