ავარია გორში - შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 15.10.2017
ნანახია: 1375

გორი-შინდისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთ ავტომობილში მჯდომი 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

როგორც ადგილზე მისულმა სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებმა განაცხადეს, ავარიის დროს ბავშვი მძღოლის კალთაში იჯდა და ფატალური შედეგი ამან გამოიწვია.

შეჯახების შედეგად უსაფრთხოების ბალიში გაიხსნა და მძღოლთან მჯდომმა ბავშვმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიიღო.

ავარიის შედეგად სხვა მგზავრები არ დაშავებულან.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე