8 წლის გოგონას დედა 60 წლის მამაკაცს შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 00:33 | 14.10.2017
ნანახია: 1813

წელიწადზე მეტია, 8 წლის გოგონას ოჯახი გამოძიების დასრულებას ელოდება, თუმცა მოზარდის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმეში პასუხი მთავარ კითხვაზე - ჰქონდა თუ არა ადგილი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2'' ავრცელებს.

8 წლის გოგონას დედა ამტკიცებს, რომ 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც კარის მეზობელია, მის შვილთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. ასაკოვანი მამაკაცი ოჯახის მიმართვის შემდეგ პოლიციამ დააკავა, თუმცა სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაათავისუფლა.

დეტალებზე არ საუბრობს საქმის მთავარი მოწმე. მეზობლებს, ნაწილი დარწმუნებულია, რომ გარყვნილ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ ადგილი არ ჰქონია.

მამაკაცი, რომელსაც 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ, ამბობს, რომ მეზობელ ბავშვს ხშირად ეთამაშებოდა, თუმცა სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე