ლაშა კურტანიძე თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 18:23 | 13.10.2017
ნანახია: 1118

„ლაშა კურტანიძე თავისუფალია, ის წუხელ გაათავისუფლეს. მან შეწყალების მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა ის შეიწყალა“, - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

ნარკოდანაშაულისთვის ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის მაისში დააკავეს. სასამართლომ ლევან როსტოშვილს 8, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წელი მიუსაჯეს.

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი გუშინ შეიწყალა. 
"სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პორის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს," - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე